25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილს - "უცხოური გავლენის აგენტი" უწოდა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ზურაბიშვილს მოუწოდა არჩევნებს დაელოდოს და ქართველი ხალხის სახელით არ ისაუბროს:

"სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი, შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, ეს არის შესაბამისი უცხოური ძალა - გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია.

რაც შეეხება “გამჭვირვალობის კანონის“ სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა ძალიან კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში.

შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველი ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები