25 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
საზოგადოებამ შეაფასა, ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს... ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ - კახა კალაძე

პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ჩანაწერი - "ქრონიკამ" გაავრცელა ჩანაწერი ლგბტ ორგანიზაციების Zoom-შეხვედრიდან, რომელსაც "იმედის" ინფორმაციით "პრაიდის" დირექტორი მარიამ კვარაცხელია ატარებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ შეხვედრაზე დაიგეგმა მამუკა მდინარაძის დისკრედიტაცია. "იმედის" მიერ გავრცელებულ სქრინებში წერია, რომ მამუკა მდინარაძე უნდა იყოს მთავარი "ასაგდები"." ასევე, მისი ასოცირება უნდა მოხდეს "ალტ ინფოსთან".

ამ თემაზეც გაკეთდა კომენტარები დღეს უმრავლესობაში. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, მსგავს რადიკალურ ქმედებებს აზრი არ აქვს, რადგან ქართველი ხალხი ყველას და ყველაფერს კარგად აფასებს.

"მიჩვეულები ვართ ამგვარ რადიკალურ ქმედებებს. მთავარია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განწყობა. საზოგადოებამ შეაფასა, ვინ ვინ არის, რა ნაბიჯებს დგამს, დაფინანსებებს რომ იღებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რისკენაა მიმართული. ქვეყნის განვითარებას, კულტურას, სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან. ახლა პოლიტიკოსებზე გადავიდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობენ," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, ნაცვლად არგუმენტირებული მსჯელობისა, "დატრენინგებულნი არიან თავდასხმებში, დისკრედიტაციასა და იარლიყის მიკერებაში". მისივე თქმით, ამაში დიდი ფული იხარჯება.

დღის ამბები