25 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული აქცია მიმდინარეობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა ორგანიზებული.

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო ბანერები აქვთ მოტანილი, მათ შორის - "დავიბრუნოთ საქართველო" და "თავისუფლება მიშას!"

პარლამენტთან აქცია "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის პარალელურად, დილიდან მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყო. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

დღის ამბები