თურქეთში, ანტალიაში, საბაგიროს კაბინა დაზიანდა, რის შედეგადაც 1 მგზავრი დაიღუპა და 7 დაშავდა, მათ შორის, 2 ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ინციდენტი დასავლეთ ანტალიაში, კონიაალტის პლაჟისა და მთის დამაკავშირებელ ფუნიკულიორზე მოხდა.
დაშავებულები, სამაშველო ვერტმფრენის დახმარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები.
საბაგირო კაბინის დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.