25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი გონია, რომ ხოლო ქართველი ხალხი ხარი" - შალვა პაპუაშვილი "გამჭვირვალობის" კანონზე კრიტიკის შესახებ

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის კრიტიკას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები პარტიების სალაროებში მიემართება.

მისივე თქმით, ზოგიერთი ევროპული და ამერიკული ფონდი საქართველოში სპეცსამსახურის მეთოდებით იქცევა და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებს.

"პირადად ერთი წელი გავატარე იმაში, რომ დონორები და დიპლომატიური წარმომადგენლები დამერწმუნებინა იმაში, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ფული იხარჯება მათი ბიუჯეტიდან საქართველოში, ეს ფულ იყოს გამჭვირვალე მოსახლეობისთვის. სამწუხაროდ, მათი დარწმუნება ვერ შევძელი. ეს ფული მდის პარტიების სალაროებში, ეს ფული მიდი რადიკალურ ჯგუფებში ასე, რომ კითხვები კი არ უნდა მოემართებოდეს საქართველოსა და ხალხის მიმართ, არამედ პირიქით, ქართველ ხალხს გვაქვს კითხვები ევროპულ და ამერიკულ ფონდებთან დაკავშირებით.

არის ასეთი ძველი რომაული გამონათქვამი - ის, რაც შეეფერება იუპიტერს, არ შეეფერება ხარს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთს საკუთარი თავი იუპიტერი გონია, ხოლო ქართველი ხალხი ხარი. აი ეს არის, სწორედ არაევროპული მიდგომა საკითხების მიმართ, როდესაც ერთის მხრივ, ევროპული, ამერიკული ზოგიერთი ფონდი იქცევა სპეცსამსახურის მეთოდებით საქართველოში და იატაკქვეშა ღონისძიებების სახით აფინანსებს პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებს. ერთი წელი ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ გაესაჯაროებინათ რაში ხარჯავენ ფულს საქართველოში. არ გააკეთეს ეს თვითონ, ამიტომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, რომ კანონმდებლობით დაარეგულიროს ეს საკითხი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები