თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა. სივრცეში კოლექციონერები 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეის ექსპონატებს ნახავს.
ბაზრობა "ექსპო ჯორჯიას" ყველა პავილიონს მოიცავს, სადაც დამოუკიდებელი არტისტებიც წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს. გამოფენა-გაყიდვის სპეციალური სტუმარი წელს დანიელი არტისტი ჰენრიკ ვიბსკოვია.
ოთხდღიანი ექსპოზიცია პრეზიდენტმა გახსნა.