25 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
ყივანახველის საგანგაშო სტატისტიკა, 200-ზე მეტი შემთხვევა ბოლო სამ თვეში - რა რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები

ბავშვთა საავადმყოფოებში მიმართვიანობის მატების მიზეზი კიდევ ერთი ვირუსული ინფექციის გავრცელება გახდა. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები - ყივანახველას დიაგნოზს ექიმები უკვე ყოველდღიურად სვამენ.

კლინიკებში პაციენტები, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმ დროს ხვდებიან, როცა მდგომარეობა ფილტვების ანთებით რთულდება. ამ ვირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლირებადი, თუმცა მნიშვნელოვნად საყურადღებოა. ამას სტატისტიკური მონაცემებიც ამტკიცებს.

წელს საქართველოში ყივანახველის უკვე 235 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ვირუსით მხოლოდ 19 ადამიანი დაინფიცირდა.

ყივანახველა იმ კატეგორიის ვირუსული ინფექციაა, რომლით ინფიცირების დროსაც ხველის შემამცირებელი და შემაჩერებელი საშუალება არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში, კლინიკური პერიოდი სამ თვეზე მეტხანს გრძელდება. მკურნალობის ეტაპზე კი, ანტიბაქტერიულ თერაპიასთან ერთად, ანტიბიოტიკის ჩართვაც საჭირო ხდება.

პრევენციის მთავარ ფაქტორად მედიკოსები, ამ შემთხვევაშიც, ვაქცინაციის ასახელებენ. სპეციალისტები, რომლებიც ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტებს ყოველდღიურად იღებენ, მოსახლეობას სავალდებულო აცრისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსები ყივანახველას შემთხვევების კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებიან. სასუნთქი გზების ამ და სხვა ინფექციური დაავადების გავრცელების მიზეზად ექიმები, კოვიდპანდემიის დროს, სხვა ვირუსებზე იმუნიზაციის შემცირებას ასახელებენ.

 

დღის ამბები