ყველას ვურჩევ, ანტიქართულ კამპანიაში ჩართვისგან თავი შეიკავონ და ხალხს თავს ნუ შეაძულებენ. ვის ეფარებით? ნაცებს, სისხლისმსმელებს? თუ მათ "გამპრავებელ" ენჯეოებს? - წერს Facebook-ზე მომღერალი ბექა ჩხაიძე.
"რა გახდა მართლა, ის დედააფეთქებული დოკუმენტი, შეავსონ და ტვინი ნუ წაიღეს. დაანებეთ სპორტსმენებს, მომღერლებს, ზოგადად, ხელოვანებს თავი. ვერ ხედავთ, ერთი-ორი გადაგიჟებული ნაცის გარდა, კაციშვილი ხმას რომ არ იღებს?!?!
შარშან ხომ გადარიეთ ხალხი და აძახებინეთ რუსული კანონიო. წელს გაეშვით რა, აღარ უნდათ ტყუილები და "იმან თქვა, ამან თქვა“-ზე დასკვნების გამოტანა. მართლა დაპირისპირებას ერიდება ყველა, თორემ ხომ ხვდებით, რომ გადაგივლით ეს ხალხი აქეთ, იმდენი ვართ და გრანტიჭამია "ნაცებს" ამ ქვეყანას რომ არ ვამართინებთ, მაგაზე არც ვილაპარაკოთ!!! ევროპა გვინდა ყველას, მაგრამ მონობა არ უნდა არავის - ისე, რომ იცოდეთ!!!“ - წერს ბექა ჩხაიძე.