25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
ეს კანონპროექტები არის ქართული კანონპროექტი და, ალბათ, ყველაზე ლიბერალურია, რაც კი ანალოგები არსებობს - გივი მიქანაძე

"ეს კანონპროექტები არის ქართული კანონპროექტი და არის ყველაზე ლიბერალური, ალბათ, რაც კი ანალოგები არსებობს" - ეს განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ საუბრისას გააკეთა. 

გივი მიქანაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რას გულისხმობს კანონპროექტი. 

"ეს კანონპროექტები არის ქართული კანონპროექტი და არის ყველაზე ლიბერალური, ალბათ, რაც კი ანალოგები არსებობს, როგორც მოქმედ კანონებს შორის, ასევე იმ კანონპროექტებს შორის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში თუ საერთაშორისო გაერთიანებაში განიხილება.

ამიტომ, აქ ცალსახად საუბარია იმაზე, რომ სხვა კანონები, რომლებიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებენ, ფიზიკურ პირებზე ვრცელდებიან, ეს კომპონენტები წარმოდგენილ კანონპროექტს არ ახასიათებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს არის წელიწადში ერთხელ საზოგადოების წინაშე დეკლარირება თანხების და გაწეული საქმიანობის და წყაროს მითითებით და ეს ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მედიასაშუალებებზე, რომლებიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ გარე წყაროებით," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები