25 ნოემბერი 2024,   12:04
ვრცლად
გაებედათ და სპექტაკლის შემდეგ მაყურებლის წინაშე ეკივლათ - "არა, მიშას სისხლიან რეჟიმს!" - ჟურნალისტი თეა ფირცხალავა

დიდი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი, ალბათ, სირცხვილით საფლავში ტრიალებენ, იმის გამო, რომ შენ, პატარა ილიკო, დღევანდელ ხელისუფლებას "რეჟიმს“ უწოდებ, თანაც პატარა კაცისთვის დამახასიათებელი უსირცხვილობით, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტი თეა ფირცხელავა ილიკო სუხიშვილის პოსტს, სადაც მან მმართველი გუნდი საბჭოთა რეჟიმს შეადარა.

"პატარა ილიკო!!! მართლაც რომ საბჭოთა ტრადიციების სანიმუშო გამგრძელებლის, მიშა სააკაშვილის რეჟიმის დროს, შენ (პატარა ილიკო) ისიც კი არ გეთაკილა, რომ 26 მაისს სისხლით მორწყულ და ახლად მორეცხილ სველ ასფალტზე მიშას თავმოსაწონად გეცეკვა, შენს პატარა ანსამბლთან ერთად და იმ საქციელით ქართველი ხალხისთვის, რომელიც იმ დღეს დაასისხლიანეს და დაამცირეს, შეურაცხყოფა მიგეყენებინა.

პატარა ილიკო!!!

დიდი ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი, ალბათ, სირცხვილით საფლავში ტრიალებენ, იმის გამო, რომ შენ, პატარა ილიკო, დღევანდელ ხელისუფლებას „რეჟიმს“ უწოდებ, თანაც პატარა კაცისთვის დამახასიათებელი უსირცხვილობით, მაშინ, როდესაც ილიკოსა და ნინოს ერთხელაც კი, თუნდაც გადაკვრით, მცირეოდენი უკმაყოფილებაც კი (არათუ საყვედური) არ გამოუთქვამთ „იმ“ საშინელ წლებში, მართლაც რომ საბჭოთა რეჟიმის დროს, გამეფებულ ტირანიაზე, პირიქით, „იმ“ ეპოქაში მათ დამსახურებულად შემოიარეს მთელი მსოფლიო და სახელი გაითქვეს, რომელ ტრადიციასაც ასე შეუფერხებლად აგრძელებს პატარა ილიკო, თანაც დღევანდელი საშინელი „რეჟიმის“ პირობებში.

ბრავოოოოოოოო!!!

პატარა დოი,
როგორც დიდი სტანისლავსკი იტყოდა, "არ მჯერა" შენი მსახიობის, რომელიც სცენაზე გამოდის, სარგებლობს შემთხვევით და გაჰკივის, "არა რუსულ კანონს" და ამით შეურაცხყოფას აყენებს მილიონზე მეტ ადამიანს, რომელსაც "რუსული კანონის" მიღება სწორედ რომ რუსეთისგან და სხვა მტრულად განწყობილი ძალებისგან დაცვისთვის სჭირდება.

პატარა დოი, იცი, მე და სტანისლავსკი როდის დავიჯერებდით შენს და შენი პატარა მსახიობების გულწრფელობას? როდის და მიშა სააკაშვილის მართლაც რომ რუსული რეჟიმის დროს, პატარა დოის და მის პატარა მსახიობებს, ერთხელ მაინც, გაებედათ და სპექტაკლის შემდეგ მაყურებლების წინაშე ეკივლათ: „არა მიშას რუსულ და სისხლიან რეჟიმს!!!“

ბრავოოოოოოო!!! P. S.: რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ. წერტილი", - წერს თეა ფირცხელავა.

დღის ამბები