25 ნოემბერი 2024,   11:56
ვრცლად
მოვიგეთ და რუსეთს სამართლებრივ დონეზე დაერქვა ოკუპანტი ქვეყანა - მამუკა მდინარაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ჩვენ ოკუპანტს ქვეყანას სტრასბურგში ვუგებთ, რადგან მართლები ვართ საკუთარი სინდისის, ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების წინაშე, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რუსეთს სამართლებრივ დონეზე დაერქვა ოკუპანტი ქვეყანა.

"ჩვენ არაერთხელ გავიმარჯვეთ სტრასბურგში და მორიგ გამარჯვებას ვულოცავ ყველას. რას არ გვაბრალებენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვუგებთ ოკუპანტ ქვეყანას ბევრ საქმეს, რომელიც სამართლებრივად კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს მიერ მოგებულ პოზიციას. პირველად, სტრასბურგმა ჩვენი სარჩელის საფუძველზე, "ნაცებისგან" გადამალული მტკიცებულებების მიუხედავად, მოვიგეთ და რუსეთს სამართლებრივ დონეზე დაერქვა ოკუპანტი ქვეყანა. ჩვენ ოკუპანტს ქვეყანას სტრასბურგში ვუგებთ, რადგან მართლები ვართ საკუთარი სინდისის, ქვეყნისა და ეროვნული ინტერესების წინაშე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები