25 ნოემბერი 2024,   11:59
ვრცლად
საფრანგეთში ქალაქის მერი დააკავეს - მისი სახლიდან პოლიციამ  70 კილოგრამი მარიხუანა ამოიღო

საფრანგეთში ქალაქის მერი დააკავეს, მისი სახლიდან კი, პოლიციამ 70 კილოგრამი მარიხუანა ამოიღო.

პოლიციამ ჯამში 7 ადამიანი დააკავა, მათ შორის, ქალაქის მერი და მისი ორი ძმა, რომელთაგან ერთ-ერთს პოლიცია უთვალთვალებდა, რადგან ნარკოვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერის სახლიდან პოლიციამ მარიხუანასთან ერთად, 1 კილოგრამამდე კოკაინი, 7 000 ევრო და 20 ოქროს ზოდი ამოიღო.

ამ ეტაპზე, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, იცოდა თუ არა ქალაქის მერმა, რომ მის სახლში ნარკოტიკები ინახებოდა.

დღის ამბები