თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მესამე დაშავებული პირი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
დაშავებული სამი პირი მკურნალობას ხეჩინაშვილის კლინიკაში განაგრძობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.