25 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა - ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - შალვა პაპუაშვილი

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი განცხადებით, ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

"საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებას ხელი მოეწერა.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.

ეს არის ხელშესახები გადაწყვეტილება რიგითი მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X - ზე.

დღის ამბები