პროგრამის, "მეწარმეობის საფუძვლების" სწავლების პროცესში შექმნილი მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. სამეწარმეო განათლების ფესტივალზე, მონაწილეობას კონკურსით შერჩეული 30 მინი-კომპანია იღებდა. მათ სასწავლო პროცესის განმავლობაში ინოვაციური და კრეატიული პროდუქტები შექმნეს. გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც.