25 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
უკვე სოციალურ ქსელებშიც მიდის კონტროლი, რომ რამენაირად საზოგადოებამდე არ მივიდეს სიმართლე - დიმიტრი ხუნდაძე

"გუშინდლიდან მოყოლებული უკვე დაიწყო სიმართლის თქმის ბლოკირების სპეცოპერაცია. უკვე სოციალურ ქსელებშიც მიდის კონტროლი, რომ რამენაირად საზოგადოებამდე არ მივიდეს სიმართლე,"- ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე საინფორმაციო ბანერების facebook-ში დაბლოკვას.

"გუშინდლიდან მოყოლებული უკვე დაიწყო სიმართლის თქმის ბლოკირების სპეცოპერაცია. უკვე სოციალურ ქსელებშიც მიდის კონტროლი, რომ რამენაირად საზოგადოებამდე არ მივიდეს სიმართლე, ბლოკავენ ქარდებს. ისევ აგონებენ საზოგადოებას ტყუილს, რომ თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რაც ტყუილია, თითქოს ეს ეხება ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილ თანხებს, საგამომცემლო სექტორს, ჯანდაცვის სექტორს - რაც აბსოლუტური ტყუილია.

ეს მათი მხრიდან გასაგებია, რადგან არ იმუშავა შარშანდელმა ერთდღიანმა ტყუილმა, რომ თითქოს ეს არის რუსული. დღეს ისინი ამ ტერმინის პირდაპირ, ასე მკვეთრად და ხმამაღლა გამოყენებას ერიდებიან, მაგრამ ახლა იბრძვიან, რომ რამენაირად საზოგადოებამდე არ მივიდეს რეალური სიმართლე და ინფორმაცია,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დღის ამბები