25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
რატომ მონიშნა facebook-მა მცდარად საინფორმაციო ბანერები - factcheck.ge-ს განმარტება

რატომ მონიშნა facebook-მა მცდარად საინფორმაციო ბანერები რომელიც, როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, იყო პასუხი ოპოზიციის ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეზინფორმაციაზე. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ საინფორმაციო ბანერების გაქრობის უკან ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლები დგანან, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით მოპოვებული აქვთ ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტ ჩექში.

ინფორმაციას არ უარყოფენ factcheck.ge-ში და ამბობენ, რომ სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიიღო Meta-მ გადაწყვეტილება.

"გუშინ, იქიდან გამომდინარე, რომ მომზადდა სტატია, სადაც ნაჩვენები იყო, რომ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული პოსტი შეიცავდა მცდარ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია შესაბამისად მოინიშნა, როგორც მცდარი ინფორმაცია. facebook-ი ამბობს, რომ მე როდესაც ჩემს პლატფორმაზე კონკრეტულ ამბავს, ტექსტს, ფოტოს ან ვიდეოს და მასში მოცემულ ინფორმაციას მცდარად ვნიშნავ, ამ მონიშვნასთან ერთად პოსტს თან ახლავს ბმული, სადაც დეტალურადაა მოცემული ის ფაქტები, რაზეც დაყრდნობითაც ესა თუ ის ინფორმაცია შეფასდა და მოინიშნა მცდარად,"- აცხადებს facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის რედაქტორი მარიამ წიწიკაშვილი.

დღის ამბები