25 ნოემბერი 2024,   12:05
ვრცლად
თუ ევროპარლამენტარებს ან რომელიმე ჩვენს დასავლელი პარტნიორს გაუჩნდება სურვილი შეამოწმონ კანონი არის თუ არა ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალური მოძრაობისა" და NGO სექტორის ბრძოლა შავი ფულისთვის - ასე აფასებს მმართველი გუნდი "გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო ოპონენტებისა და მესამე სექტორის ქცევას. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ  თუკი რომელიმე ჩვენ დასავლელ პარტნიორს გაუჩნდება სურვილი "გამჭვირვალობის კანონის“ შესახებ დეტალური ინფორმაცია გაიგონ, მმართველი ხელისუფლება მზად არის ასეთი მსჯელობისთვის:

"თუ ევროპარლამენტის ან რომელიმე ჩვენი დასავლელი პარტნიორის ინსტიტუციის წარმომადგენელს გაუჩნდება სურვილი და ამ კანონთან დაკავშირებით არა კლიშეების პოპულარიზაციით ისაუბრებენ, არამედ შეამოწმონ კანონის რაობა არის თუ არა ევროპულ პრინციპებთან თანხვედრაში, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. იმიტომ, რომ კარგია როდესაც დაინახავენ თვითონ და ავტომატურად ტრენდულ იარლიყებს არ აჰყვნენ ხოლმე. ასე რომ ჩვენ ღია ვართ ასეთი მსჯელობისათვის,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები