25 ნოემბერი 2024,   11:54
ვრცლად
ნიუ-იორკის რეგიონში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ნიუ-იორკის რეგიონში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა theguardian ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ეპიცენტრი ლიბანის მახლობლად, ნიუ ჯერსისთან დაფიქსირდა. 

მოსახლეობის ცნობით, ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ შტატებში, კონექტიკუტსა და მასაჩუსეტში, ბიძგები იგრძნობდა ასევე ბოსტონსა და ფილადელფიაშიც.

შტატის სამაშველო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები