25 ნოემბერი 2024,   11:57
ვრცლად
ხარკოვის მძიმე ღამე - საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს ისევ შეუტიეს, თუმცა ტაქტიკა შეცვალეს

ხარკოვის მძიმე ღამე - საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქს ისევ შახედებით შეუტიეს, თუმცა ტაქტიკა შეცვალეს. რამდენიმე კამიკაძე დრონის აფეთქების შემდეგ, რუსული არმია ადგილზე სამაშველო ბრიგადების მისვლას ელოდება და ერთხელ აფეთქებულ ობიექტს მეორედ უტევს. შედეგად ხარკოვში სამი მეხანძრე მაშველი დაიღუპა, 12 მოქალაქე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მოსკოვი კიევს ტერაქტთან კავშირში ისევ რომ ადანაშაულებს, ეს უკრაინელმა მაშველებმა ხარკოვში ჩამოვარდნილ დრონის ნამსხვრევებზე, რუსი სამხედროების მიერ გაკეთებულ წარწერაშიც ამოიკითხეს- სიტყვებით: "კროკუს სითი ჰოლისთვის".

ხარკოვზე შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაც იყო. ქალაქსა და ახლომდებარე რაიონებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 350 ათასამდე ადამიანი. უკრაინამ დეფიციტის შესავსებად პოლონეთს დახმარება სთხოვა.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არის მსხვერპლი. იერიში იყო ნიკოპოლზეც.

უკრაინაში იერიშების პარალელურად, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში ორი დღის განმავლობაში უკრაინის გრძელვადიან სამხედრო მხარდაჭერაზე იმსჯელეს. მინისტერიალზე განიხილეს კიევის დახმარებისთვის 100 მილიარდი ევროს ოდენობის ხუთწლიანი ფონდის შექმნის იდეა.

 

 

 

 

დღის ამბები