25 ნოემბერი 2024,   11:58
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა იქნება ხალხთან ერთად" - ბოკუჩავას თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე აქციებში მონაწილეობას მიიღებს

გეგმავს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების გამართვას - პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ იმოქმედებს ისე, როგორსაც მოქალაქეები დაგეგმავენ.

"ივანიშვილის პარტია სრულიად მოწყვეტილია ხალხს, მოწყვეტილია რეალობას და ხალხის პრობლემებს, საერთოდ ვერ გრძნობს საზოგადოებრივ მაჯისცემას. ხოლო ჩვენი ამოცანაა, რომ გვესმოდეს ხალხის ხმა, ხალხის განწყობა და ყველანაირად ვუპასუხოთ, მათ შორის, პოლიტიკური პროცესის წარმართვით იმ სურვილს, რაც საზოგადოებაში არსებობს. ასე რომ თუ ეს იქნება პროტესტი, რა თქმა უნდა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" როგორც ყოველთვის, იქნება ხალხთან ერთად, მაგრამ მთავარ პასუხს ივანიშვილი მიიღებს ამ ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ ნაბიჯებზე იმ ცვლილებებით, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნები მოიტანს," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნებამ" უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ხელახლა წარმოადგინა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი "უცხოური აგენტი" შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია."

დღის ამბები