25 ნოემბერი 2024,   12:00
ვრცლად
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ჰააგაში გამართული შეხვედრის ამსახველი პოსტი დაარედაქტირა - ახალ პოსტში ადეიშვილი ფოტოდან ჩამოჭრილია

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა წაშალა პოსტი, სადაც ზურაბ ადეიშვილის ნიდერლანდების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრთან შეხვედრა ჩანს. სოციალურ ქსელ X-ზე კოსტინმა ახალი პოსტი დადო, რომლის ერთ-ერთი ფოტოდან ადეიშვილი ჩამოჭრილია.

საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე მსჯავრდადებული ზურაბ ადეიშვილი ჰააგაში, უკრაინის დელეგაციასთან ერთად, კონფერენციას “სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის" დაესწრო.

როგორც ანდრეი კოსტინის მიერ X-ზე გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, უკრაინის მხარემ მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების იუსტიციისა და უსაფრთხოების მინისტრს უკრაინის მიმართ ნაჩვენები უდიდესი მხარდაჭერისთვის სამართლიანობის სწრაფვისკენ. აღნიშნულ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ლევან ქარუმიძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა: "როგორ შეიძლება ვინმემ ისაუბროს სამართლიანობაზე, როცა იმავე ოთახშია ზურაბ ადეიშვილი (ადამიანის უფლებათა არაერთი დარღვევისთვის მსჯავრდებული)?! სირცხვილი."

დღის ამბები