25 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
პოლონეთში, ძლიერი ქარისგან ხეების მოგლეჯის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც

პოლონეთის სამხრეთით, ძლიერი ქარის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - მცირეწლოვნები. ხუთივე შემთხვევაში, მიზეზი მოგლეჯილი ხის დაცემაა.

ქარის სიჩქარე 155 კმ/სთ-საც კი აღწევდა. დაზიანებულია ავტომობილები, საგზაო ინფრასტრუქტურა და შენობები.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებელი საჭიროების გარდა, სახლები არ დატოვონ.

დღის ამბები