25 ნოემბერი 2024,   12:02
ვრცლად
როდესაც მივიღეთ კვოტირების პრინციპი, იმთავითვე ითქვა, რომ ეს იყო დროებითი ზომა - არჩილ თალაკვაძე

"როდესაც ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კვოტირების პრინციპი, იმთავითვე ითქვა, რომ ეს იყო დროებითი ზომა," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შექმნა ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, ამიტომ მათთვის ამ ინიციატივის დაბლოკვის საჭიროება არ არსებობს.

"როდესაც ჩვენ, თავის დროზე, მივიღეთ კვოტირების პრინციპი, იმთავითვე ითქვა, რომ ეს იყო დროებითი ზომა. დროებითი ნიშნავს, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნება მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით.

"ქართულმა ოცნებამ" უკვე შევქმენით ქალთა ძალიან ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს ბევრ წარმატებულ ქალს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის, რეალურად, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, უმრავლესობა მხარს დაუჭერს "გირჩის" ინიციატივას, რომელიც, საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

დღის ამბები