ინდიანის შტატის დედაქალაქ ინდიანაპოლისში სროლის დროს შვიდი მოზარდი დაიჭრა. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ უბანში ადგილობრივი დროით ღამის 23:30 საათზე მოხდა.
სამართალდამცველები ადგილზე მას შემდეგ მივიდნენ, რაც სროლის ხმა გაიგეს. კონფლიქტი შეიარაღებულ არასრულწლოვანებს შორის მოხდა.
დაშავებულები 12-დან 17 წლამდე ახალგაზრდები არიან. ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.