
საქართველოს უნიკალური კულტურა, ისტორიული ღირსშესანიშნაობები, ქუჩები და ყველაფერი ის, რაც ქვეყანას გამორჩეულს ხდის, მალე ვირტუალურად Google Maps-ზე იქნება ხელმისაწვდომი. Google Street View-ის აპლიკაციის საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან მომხმარებლები შეძლებენ, 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების მეშვეობით დაათვალიერონ საქართველოს ქალაქები, ლანდშაფტები და კულტურული მემკვიდრეობა. ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის აპლიკაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
Google-ის სპეციალური გადამღები ჯგუფები უკვე საქართველოში იმყოფებიან. მომდევნო 12 თვის განმავლობაში, 15,000 კილომეტრის დაფარვას გეგმავენ და ქვეყნის 24 ქალაქში 360 გრადუსიან პანორამულ გამოსახულებებს გადაიღებენ. კომპანია googl-თან საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, იმისათვის, ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
Google Street View-ის ოპერირებაში ჩართულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ რომ გლობალური აპლიკაცია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. პროექტის მიხედვით, ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულებების გამოქვეყნება სტარტს 2026 წელს აიღებს.
გლობალური სერვისის აპლიკაცია მოიცავს 100-ზე მეტ ქვეყანას და რეგიონის სხვადასხვა ლოკაციას, რაც გამარტივებულ ნავიგაციას, ტურისტულ დაგეგმვასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. google Street View აქტიურად გამოიყენება ტურიზმის, განათლებისა და ბიზნესის განვითარებისთვის.
ავტორი: სიმონ შანავა.