31 მარტი 2025,   09:52
ვრცლად
გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან, საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან, საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში უდასტურებენ. 

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადეს.

27 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში "2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნებოდა.

აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის გუშინდელ სხდომაზე მიიღეს. 

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარი ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.

დღის ამბები