02 აპრილი 2025,   00:56
ვრცლად
არალეგიტიმური ხელისუფლების შექმნილ არალეგიტიმურ საგამოძიებო კომისიას სამარცხვინო დანიშნულება აქვს - ლევან სანიკიძე

აგვისტოს ომზე საუბარი დღესაც გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სამ საათში მორიგ სხდომაზე შეიკრიბება.

განსახილველი თემები იქნება - 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია; ასევე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და საპატიმროებში 2003-2012 წლებში არსებული პირობები.

სხდომაზე მიწვეული არიან ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა გამოკითხვაზე უარი უკვე განაცხადა.

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე, საგამოძიებო კომისიის საქმიანობას არალეგიტიმურს და სამარცხვინოს უწოდებს.

"ეს არის თემის გადატანა, რომ მედიაში მხოლოდ და მხოლოდ ამ კომისიასთან დაკავშირებული საკითხი ტრიალებდეს. ამ ვითარებაში, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი არალეგიტიმური საგამოძიებო კომისია არის სამარცხვინო დანიშნულების მატარებელი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები