
საპარლამენტო კომიტეტებში ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტისა და მედიასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მსჯელობა დღეს მესამე მოსმენით იწყება, რომელიც, უმრავლესობის განმარტებით, ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შემუშავდა. ორივე მათგანზე საბოლოო კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით მათიკაშვილი, ინიციატივების დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას.
"შეერთებული შტატები საკუთარ სუვერენიტეტს მაქსიმალურად იცავს გარეშე გავლენებისგან და ეს ყველაფერი ე.წ. ფარას კანონით ხორციელდება. არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი USAID-ის ცნობილი სკანდალის შემდგომ. იმ თვითრეგულაციის ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც მედია კანონმდებლობაში არსებობს, არ ხდება. ამიტომაც, შეიქმნა ისეთი საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უცხოური თანხების შემოდინების აკრძალვას და მეორე, იქნება უზრუნველყოფილი დეზინფორმაციისგან საზოგადოების დაცვა", - განაცხადა დავით მათიაშვილმა.