
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის წიაღისეულის შესახებ შეთანხმების დადება არ სურს და ამ საკითხში "უკან იხევს". ტრამპის თქმითვე, უკრაინის ლიდერს განუცხადა, რომ თუ ამას იზამს, "დიდი პრობლემები შეექმნება".
"ის [ზელენსკი] ცდილობს, უკან დაიხიოს უნიკალური შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, ექნება პრობლემები, დიდი, დიდი პრობლემები", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არასოდეს შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს.
"სურს, იყოს NATO-ს წევრი, მაგრამ ეს არასდროს მოხდება. მას ეს ესმის", - ამბობს ტრამპი.