02 აპრილი 2025,   00:32
ვრცლად
"British Airways-ი" საქართველოში დაბრუნდა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, "British Airways-ი" საქართველოში დაბრუნდა. პირველი განახლებული რეისი ლონდონის "ჰითროუს" აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა.

გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა საქართველოში 150 მგზავრი ჩამოიყვანა. ამ დღესთან დაკავშირებით, სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება შედგა.

ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ამიერიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით "British Airways" პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 4 ჯერ შეასრულებს.

დღის ამბები