02 აპრილი 2025,   00:35
ვრცლად
"დესტრუქციული ოპოზიციის რეაქცია არის სრული ისტერია, ვინაიდან იციან, რომ მათი პასუხისმგებლობა გარდაუვალია" - ვახტანგ ჩოჩია

"დესტრუქციული ოპოზიციის რეაქცია არის სრული ისტერია, ვინაიდან იციან, რომ მათი პასუხისმგებლობა გარდაუვალია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროინდელმა რეჟიმმა ომის დროს დანაშაული ჩაიდინა.

"დესტრუქციული ოპოზიციის რეაქცია არის სრული ისტერია, ვინაიდან იციან, რომ მათი პასუხისმგებლობა გარდაუვალია. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და საქართველოს სამხედრო ძალების გენერლებად წოდებულმა პირებმა - გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს "ნაციონალური მოძრაობა" მათ რეალურ მიზეზად დაასახელეს, რომ საერთო ინტერესი აღარ აქვთ. ცდილობენ, საკუთარი სინდისისა, ნამუსისა და საზოგადოების წინაშე სწორი პოზიცია დააფიქსირონ, თუმცა ეს სწორი პოზიცია უნდა იყოს იმ დანაშაულის აღიარება, რა დანაშაულიც ჩაიდინა იმდროინდელმა რეჟიმმა", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

აგვისტოს ომზე საუბარი დღესაც გაგრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სამ საათში მორიგ სხდომაზე შეიკრიბება.

განსახილველი თემები იქნება - 2008 წლის ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია; ასევე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული საკითხები და საპატიმროებში 2003-2012 წლებში არსებული პირობები.

სხდომაზე მიწვეული არიან ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა გამოკითხვაზე უარი უკვე განაცხადა.

დღის ამბები