
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" სურს, ქვეყანაში განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკური პარტიები, მედია და საზოგადოება აკრძალოს.
"არალეგიტიმური რეჟიმი ცდილობს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტია, კრიტიკული მედია, სამოქალაქო სექტორი. ვიმედოვნებ, რომ საზოგადოებასა და ხალხს ექნება ყოველივე ამაზე ისეთივე რეაქცია, როგორიც ეკადრება ჩვენს ქვეყანასა და მის ევროპულ მომავალს. ქართულ დემოკრატიასა და თავისუფლებას", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, "ქართული ოცნება" პარტიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს დღეს ბიუროზე დააინიცირებს.
დოკუმენტის მიხედვით, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობა.
"ნაციონალური მოძრაობის" ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ მმართველმა გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.