
ოპოზიციას არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანი აზრი არ აქვს - სალომე ზურაბიშვილთან გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევენ ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
ხელისუფლების ოპონენტები ადასტურებენ, რომ საზოგადოების დაკვეთისა და მათი მცდელობის მიუხედავად, პოზიციების დაახლოება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა და იმედოვნებენ, რომ ცალ-ცალკე გაძლიერებას მაინც შეძლებენ.
მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი და რომ ოპონენტებს რომლებისთვისაცაა შესათავაზებელი არაფერი აქვთ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის უფროსის, ავთანდილ კუნჭულიას განცხადებით, ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი და მათ ოპონენტებს მოსახლეობისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვთ.
"ისინი არასდროს ყოფილან ერთიანი, მათ ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ინტერესები და ცდილობდნენ, რომ საკუთარი ზრახვები განეხორციელებინათ და ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება.
ერთმანეთშიც კი ვერ მოახერხეს, რომ კონსენსუსი მომხდარიყო და კვლავაც იგივე გრძელდება. საზოგადოება დაიღალა ამ ადამიანების ყურებით, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები საქართველოსადმი მტრულად არიან განწყობილები, შესაბამისად, ეს პერიოდი არის "ნაციონალური მოძრაობის" და ამ კლასტერის დასასრული", - განაცხადა ავთანდილ კუნჭულიამ.