20 მარტი 2025,   02:32
ვრცლად
ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ 9 პირი დააკავა, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 9 პირი დააკავა. უწყების განმარტებით, მათ შორის 4 ნარკორეალიზატორია.

დაკავებული არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათი ნაწილი წარსულში ნასამართლევია. დაკავებულებს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონოდ გასაღებისა და გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაპატიმრებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დღის ამბები