
თბილისის საკონცერტო დარბაზში აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. გაიმართა სამი სიმღერის პრემიერა.
კონცერტის დამდგმელი რეჟისორი იყო ბაკურ ბაკურაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი ქეთი გაბისიანი, სიმღერების საორკესტრო ვერსიების და არანჟირების ავტორი ნიკა ნიკვაშვილი.
კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.