21 თებერვალი 2025,   18:49
ვრცლად
"ჩვენი ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე "დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ, ატარებენ მათ პოლიტიკას და რა თქმა უნდა, ტრამპი არის პირდაპირ რადიკალური ოპოზიციისთვის მტერი" - ლევან მაჭავარიანი

"ჩვენი ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე "დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ, ატარებენ მათ პოლიტიკას, მათ ემსახურებიან, მათგან იღებენ დავალებას და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტრამპი არის პირდაპირ ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის მტერი" - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საუბრობს.

ლევან მაჭავარიანი იმედის გამოთქვამს, რომ დონალდ ტრამპი დაამარცხებს "დიფ სთეითს" და მის გავლენებს. 

"ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოუცხადა "დიფ სთეითს" და ჩვენ რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებთ და ძალიან ღრმად ვართ დარწმუნებულები და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაამარცხებს იგი "დიფ სთეითს" და შესაბამისად, ეს ტენდენცია გადავა უკვე ევროპაზეც და ევროკავშირიც გათავისუფლდება "დიფ სთეითის" გავლენებისგან. ჩვენი ოპოზიცია არის თავიდან ბოლომდე "დიფ სთეითის" გავლენების ქვეშ, ატარებენ მათ პოლიტიკას, მათ ემსახურებიან, მათგან იღებენ დავალებას და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ტრამპი არის პირდაპირ ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის მტერი. ვინაიდან, იგი არის მტერი "დიფ სთეითისთვის". შესაბამისად, ნელ-ნელა კიდევ მოიმატებს ეს რიტორიკა. ნელ-ნელა შეაპარეს საზოგადოებას და გადავლენ ისეთ ლანძღვა-გინებაზე ბატონი ტრამპის მისამართით სამწუხაროდ, როგორც ისინი აკეთებდნენ წინა წლების განმავლობაში, როდესაც ბატონი ტრამპი უკვე აღარ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ფაქტობრივად არ მახსენდება არც ერთი რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერი, რომელსაც უშვერი სიტყვებით არ ჰყავს ბატონი ტრამპი მოხსენებული და მისთვის რუსეთის აგენტი არ აქვს დაძახებული და ეს ბუმერანგივით მიუბრუნდებათ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები