21 თებერვალი 2025,   18:59
ვრცლად
ლორა თორტონი საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ

"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი, საქართველოში მომიტინგეებს მოუწოდებს, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ.

ლორა თორტონის საავტორო სტატია Сivil.ge-ზე გამოქვეყნდა. ოპედის სათაურია - "როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?"

"მოძრაობის გადაყვანა ღამის პროტესტებიდან დღის სტადიაზე, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე გადასვლა - ნარჩენების არ გატანა, ბანკის მოლარეების სამუშაოზე არ მისვლა, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენა – ეკონომიკას პარალიზებას გაუკეთებს და "ქართულ ოცნებაზე" ზეწოლას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. საბოლოოდ, ხშირად ეს რიცხვების თამაშია – მასობრივი შეტევა, რომელიც ძალაუფლებაში მყოფ პირებს დაასუსტებს და საბოლოოდ შეარცხვენს", - წერს ლორა თორნტონი.

დღის ამბები