
ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ, ე.წ. მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისთვის პროგრამით განკუთვნილ მეტადონს კანონდარღვევით ყიდდა.
დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, ან გასაღება გულისხმობს.