21 თებერვალი 2025,   18:49
ვრცლად
საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება

საქართველო ერთი წლით ენერგეტიკული გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყანა იქნება - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ვენაში გამართულ მიღებაზე გაკეთდა, რომელსაც საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველო გაერთიანების წევრი 2017 წელს გახდა და წელს პირველად ხდება თავმჯდომარე.

საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადობისა და გარემოსდაცვითი მიზნებისთვის.

ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის, არტურ ლორკოვსკის განცხადებით, საქართველოს აქვს უნარი იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე.

"გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უნარი იყოს ლიდერი და სამართლიანი მოთამაშე, რაც მიგვიყვანს წარმატებამდე 2025 წელს. გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკული კავშირის ქვეყნებისა და ევროკავშირის ბაზრების ინტეგრაციას და საქართველოს ლიდერული უნარები და სამართლიანი მოთამაშეობა ნამდვილად გვჭირდება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ენერგეტიკული კავშირისთვის რთული პერიოდია იმ დროს, როდესაც უკრაინისა და მოლდოვის ბაზრებზე უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა და თანმხლები შედეგები", - განაცხადა არტურ ლორკოვსკიმ.

დღის ამბები