21 თებერვალი 2025,   18:55
ვრცლად
საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის ფაქტზე სუს-მა 2 პირი დააკავა - ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე სპეციალური ოპერაცია ჩაატარა.

დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე. მათი სახლებიდან საბრძოლო მასალა, სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობა, ფული და სხვა ნივთებია ამოღებული, რომლებიც უწყების ინფორმაციით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათი სახლებიდან ასევე ამოღებულია საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

გამოძიებას, კონტრტერორისტული ცენტრი, სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით აწარმოებს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ღონისძიებები კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული საქმიანობისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში განხორციელდა.

დღის ამბები