21 თებერვალი 2025,   18:44
ვრცლად
30 000 დოლარის კომპენსაცია თითოეულ მგზავრს - ავიაკომპანია Delta-ს შეთავაზება მათთვის, ვინც კანადაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა

ავიაკომპანია Delta, კანადაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, თვითმფრინავის თითოეულ მგზავრს 30 000 დოლარს სთავაზობს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ჟესტს არანაირი წინაპირობა არ აქვს და უფლებებზე გავლენას არ მოახდებს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ტორონტოს პირონის საერთაშორისო აეროპორტში Delta-ს თვითმფრინავის ამოტრიალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება. Toronto Pearson-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ფლინტმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აეროპორტში ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა ახლა თეორიების აგების დრო არ არის და კატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ცნობისთვის, Delta-ს თვითმფრინავს ტორონტოს აეროპორტში დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა და ამოტრიალდა. ბორტზე 76 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ევაკუირებულია. მცირე დაზიანებები მიიღო 18-მა პირმა.

დღის ამბები