21 თებერვალი 2025,   18:43
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, აბუ-დაბიში ჩავიდა

ომი გრძელდება უკრაინაში. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში, "შაჰედის" დრონების საფრთხის გამო ჩაირთო. დაიბომბა ზაპოროჟია. შემთხვევის შედეგად, საწყობები დაზიანდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.

შეტევა იყო ხარკოვშიც - დრონით იერიშის შედეგად, დაზიანდა კერძო სახლები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

უკრაინის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, აბუ-დაბიში ჩავიდა.

ამ ქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, არაბთა გაერთიანებულმა საამირომ გამოთქვა სურვილი, უმასპინძლოს უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის დასასრულებად დაგეგმილ მშვიდობის სამიტს, ამავე დროს ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულებასთან დაკავშირებით სულ მალე შეხვდეს და რომ მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამავე დროს, "ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში, აშშ-ის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ის და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი აპირებდნენ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის გამგზავრებას.

დღის ამბები