21 თებერვალი 2025,   18:45
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იყო ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმართა მდგომარეობის განხილვა და ოკუპანტი ძალების მიერ განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 6 მოქალაქე რჩება, მათგან ორს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები