21 თებერვალი 2025,   18:49
ვრცლად
უკრაინა აცხადებს, რომ რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა ჩერნობილის დაზიანებული რეაქტორის სარკოფაგზე შეტევა განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა ჩერნობილის დაზიანებული რეაქტორის სარკოფაგზე შეტევა განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აღნიშნული სარკოფაგი ერთგვარი ფარია, რომელიც დაზიანებული რეაქტორიდან რადიაციის გაჟონვას უშლის ხელს.

პრეზიდენტის განმარტებით, ატომურ სადგურზე ღამით განხორციელებულმა დარტყმამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

გაეროს ბირთვული კონტროლის სააგენტოს IAEA-ს ცნობით, ჩერნობილის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რადიაციის დონე პარასკევს, დილის მდგომარეობით, ნორმალური და სტაბილური რჩებოდა.

რუსულმა მხარემ ჩერნობილზე თავდასხმის ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მისი სამხედროები არ უმიზნებენ უკრაინის ბირთვულ ინფრასტრუქტურას და "ნებისმიერი მტკიცება, რომ ეს ასე იყო, სიმართლეს არ შეესაბამება".

ცნობისთვის, ჩერნობილის ატომური სადგური მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ბირთვული ავარიის ადგილია.

დღის ამბები