საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოს ელჩებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრებისას, ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკასა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭო მალე შეუდგება მუშაობას, რაც გააძლიერებს და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს პარტნიორობას ქვეყნებს შორის.