სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოს USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"სააგენტომ დიდი ხანია, გადაუხვია მის თავდაპირველ მისიას, რომელიც ამერიკის ინტერესების წინ წაწევას ემსახურებოდა და ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება აშშ-ის ძირეულ ეროვნულ ინტერესებს," - აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სააგენტოს საგარეო დახმარების გადახედვა, რომლის მიზანიცაა რეორგანიზაცია.
"ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული არ იქნას გაფლანგული," - ნათქვამია განცხადებაში.