არასერიოზული ნაბიჯი და გულდასაწყვეტი ქმედებები - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ამერიკის საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას.
საქართველოში ამერიკის საელჩომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მამუკა მდინარაძის განცხადებები წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას, თუ რას აკეთებს საელჩო დონალდ ტრამპისა და მარკო რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად.
"რაღაცა საბავშვო ქცევა არის, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც აშშ თავის საელჩოს მეშვეობით ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს დგამს საქართველოში, ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე, თუმცა არასერიოზული არ არის ძირგამომთხრელი საქმიანობიდან გამომდინარე" - აღნიშნა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.