04 თებერვალი 2025,   12:40
ვრცლად
მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება

მე-11 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გაიხსნება. მიხეილ ყაველაშვილის მოხსენება ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეეხება. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვა.

დღეს რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს და სხდომა ამით დაიხურება.

"ის, რა თქმა უნდა, გაამახვილებს ყურადღებას გასული წლის განმავლობაში მომხდარ ძირითად მოვლენებთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები და შიდა პოლიტიკური პროცესები, იქნება ეს გეოპოლიტიკური ცვლილები, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე. ასევე, იქნება საუბარი მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის ეკონომიკა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დემოგრაფიული პროცესების გაუმჯობესება," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები