"ჩვენ შევძლებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მათ შორის, სამართლებრივადაც დავარქვათ ის სახელი იმ ძალას და იმ ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, ასე მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში 2003-2012 წლებში," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს სამართლებრივი შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე.
"იქნება შესაძლებლობა, რომ ყველამ იხილოს, თუ როგორი დანაშაულებრივი რეჟიმი იყო ჩვენს ქვეყანაში, როგორი მწამებლური სისტემა შექმნა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა გარედან მითითების თუ შიდა მტრობის მექანიზმების გამოყენებით. ჩვენ შევძლებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მათ შორის, სამართლებრივადაც დავარქვათ ის სახელი იმ ძალას და იმ ქმედებებს, რაც სამწუხაროდ, ასე მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში 2003-2012 წლებში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პირველი მოსმენით სესიაზე ხვალ გავა.